მონოტონური მიმდევრობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მონოტონური ფუნქცია-დან)
მონოტონური მიმდევრობა (ან ფუნქცია) – არაზრდადი ან არაკლებადი მიმდევრობა (ან ფუნქცია).
X სიმრავლეზე განსაზღვრულ f(x) ფუნქციას ეწოდება ზრდადი ამ სიმრავლეზე, თუ ∀x1, x2 ϵ X, x1<x2 ⇒ f(x1) ≤ f(x2). თუ ამასთანავე f(x1) < f(x2). მაშინ ფუნქციას ეწოდება მკაცრად ზრდადი.
f(x) ფუნქციას ეწოდება კლებადი X სიმრავლეზე, თუ ∀x1, x2 ϵ X, x1<x2 ⇒ f(x1) ≥ f(x2). თუ ამასთანავე f(x1) > f(x2). მაშინ ფუნქციას ეწოდება მკაცრად კლებადი.