მორლეის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მორლის თეორემა-დან)
მორლეის (მორლის) თეორემა – თეორემა, რომელიც 1899 წელს დაამტკიცა ამერიკელმა მათემატიკოსმა ფრანკ მორლეიმ შემდეგში მდგომარეობს: ნებისმიერი სამკუთხედის შიგა კუთხეების ურთიერთმოსაზღვრე ტრისექტრისების გადაკვეთის წერტილები წარმოადგენენ ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებს.
მოგვიანებით შეამჩნიეს, რომ ანალოგიურ თვისებებს ფლობენ სამკუთხედის გარე კუთხეების ტრისექტრისების გადაკვეთის წერტილები.
ტრისექტრისა – კუთხის წვეროზე გამავალი სხივი, რომელიც კუთხეს ჩამოჭრის მისი სიდიდის მესამედს.