თემა (მუსიკალური ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მუსიკალური თემა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თემა - (ბერძნ. theme – ძირითადი აზრი), მუსიკალური ნაწარმოების მთავარი აზრი, რომელიც შემდგომი განვითარების ძირითად საგანს, წყაროს წარმოადგენს. თემის (ან თემების) ყოველმხრივი გახსნა, თემაში კონცენტრირებული „სახეობრივი პოტენციალის“ განვითარება, ავლენს ნაწარმოების იდეას, მის სახეობრივ-აზრობრივ შინაარსს. თემა შესაძლოა წარმოდგენილი იქნას ნებისმიერი სტრუქტურით და სხვადასხვა ფაქტურით. იგი შეიძლება წარმოადგენდეს მოკლე ფრაზას, შეიძლება იყოს დასრულებული, მელოდია: ერთხმიანი, აკორდული და ა. შ.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები