მსოფლიო მშვილდოსნობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაცია-დან)
მსოფლიო მშვილდოსნობა − (WORLD ARCHERY - WA), ყოფილი მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (FEDERATION INTERNATIONALE DE TIR ALARC-FITA) დაარსდა 1931 წლის 4 სექტემბერს ლვოვში (უკრაინა, იმჟამად პოლონეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვედეთი და ჩეხოსლოვაკია. აერთიანებს 159 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.