მძიმე მეტალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მძიმე ლითონები-დან)
მძიმე მეტალები (მძიმე ლითონები) – ქიმიური ელემენტების ჯგუფი ატომური მასით მეტი 50-ზე (Pb, Cd, Ni, Cr, Zn, Cu, Hg), რომლებსაც გარკვეული კონცენტრაციის დროს, შეიძლება ჰქონდეთ ტოქსიკური მოქმედება.
მძიმე მეტალები ფართოდ გამოიყენება სამრეწველო საწარმოებში, ამიტომ, მიუხედავად მრავალგვარი გამწმენდი ღონისძიებებისა, მძიმე მეტალები საკმაოდ დიდი რაოდენობით ხვდება ჩამდინარ წყლებში, ჰაერში კვამლისა და მტვრის სახით და სხვ. ისინი ქმნის ორგანულ ნაერთებს, რომლებიც აკუმულაციას ახდენენ ბუნებრივ წყლებშიც კი. გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით, აუცილებელია მძიმე მეტალებზე მუშაობის დროს ზედმიწევნით იქნეს დაცული უსაფრთხოების ნორმები.