ცომაია ნადეჟდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნადეჟდა ცომაია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნადეჟდა ცომაია – (18 იანვარი 1904, ქუთაისი − 29 ნოემბერი 1973, თბილისი], ქართველი მომღერალი (მეცო-სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1943).

1929 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი) და ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში. 1935- 37 იგი ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1937-60 კვლავ თბილისის საოპერო სცენაზე მღეროდა. ნადეჟდა ცომაიას ჰქონდა ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმა. მის მიერ შესრულებული პარტიებია: ნანო (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), დარეჯანი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), ბარბალე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), მართა (მუსორგსკის „ხოვანშჩინა“), ამნერისი, აზუჩენა (ვერდისაიდა“ „ტრუბადური“), კარმენი (ბიზეს „კარმენი“) და სხვ. 1960-იდან ნადეჟდა ცომაია თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები