ქუთელია ნათელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნათელა ქუთელია-დან)
ნათელა ქუთელია – (დ. 18 აგვისტო, 1928, ქ. სოჭი — გ. 18 აპრილი, 2014). — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მონოგრაფიების და სამეცნიერო შრომების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1951); ასპირანტურა (1954).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).