გოთუა ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნანა გოთუა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანა გოთუა

ნანა გოთუა — დაიბადა 1963 წლის 23 მარტს ქ. ბათუმში.

  • 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი.
  • 1992-1997 წლებში მუშაობდა თბილისის ბავშვთა მე-2 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმ-სტომატოლოგად.
  • 2012 წლიდან დღემდე ეწევა მრავალმხრივ საქველმოქმედო საქმიანობას.
  • 2012 წლიდან ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობას“, რომელიც მეუღლესთან, ვანო ჩხარტიშვილთან ერთად დააფუძნა.
  • 2013 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ფონდის ყოველწლიური დაჯილდოვება-კონცერტი, რომლის მიზანი გახლდათ ქართული ტრადიციული კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანთა მხარდაჭერა.
  • 2016 წელს არტემ კი ერქომაიშვილის სახელობის პრემია ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართათვის.
  • 2014 წლიდან გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. მის სახელს უკავშირდება სასწავლებელში განხორციელებული ის რეფორმები, რომელთაც ამ ინსტიტუციის აღმავლობა განსაზღვრეს.
  • 2016 წელს მეუღლესთან ერთად დააფუძნა პირველი და ერთადერთი სმენადარღვეული ბავშვების სრულყოფილი მომსახურებით აბილიტაცია-რეაბილიტაციის ფონდი „აი ია“. ფონდის მიზანია, მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის სისტემის შექმნის, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით, სმენადაქვეითებულ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
  • 2020 წლიდან მარინა რაიდტ-ალთუნაშვილთან ერთად არის საქართველოსა და ამიერკავკასიაში მუსიკით მკურნალობის მეთოდზე დაფუძნებული პირველი ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრის „ბეკარი“ თანადამფუძნებელია.


  • 2020 წლიდან არის კერძო ჰოლდინგ „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, რომელშიც მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდები ერთიანდება.

წყარო

მასალა მომზადებულია სმარტ-კაპიტალ ჯგუფის მიერ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები