ღეჩუაშვილი ნატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნატა ღეჩუაშვილი-დან)
ღეჩუაშვილი ნატა – (1970), პოეტი, მომღერალი, ექიმი. დაიბადა თიანეთში. ნატა სტუდენტობის წლებში გახდა პოპულარული, როგორც პოეტი და კომპოზიტორი. ასრულებს საკუთარ ლექსებზე დაწერილ სიმღერებს. გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული (მათ შორის — „ფოთლის აღსარება“). მის ლექსზე „ფოთოლი“ გოგი ცაბაძემ დაწერა შესანიშნავი სიმღერა.
- მე კვლავ დაგტოვე
- მე კვლავ დაგტოვე, როგორც ტოვებენ
- შემოდგომაზე ხეებს ფოთლები,
- იციან, მაინც დაბრუნდებიან
- გაზაფხულობით, განმეორებით...
- წავედი, რადგან დარჩენა მსურდა,
- და თუ არ წავალ, როგორ დავბრუნდე?
- თუ არ დავიწვი ფრთები ალებით,
- პეპელასავით როგორ გავბრუვდე?
- მე წავალ, შენ კი ნუ გეშინია,
- ჩემო სინაზევ და ჩემო სისხლო,
- ერთი იცოდე – წავალ ათასჯერ,
- იმისთვის, რათა ათასჯერ მიხმო...