ომბოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნაქადა (ქალაქი)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომბოსი - ცნობილია ორი ქალაქი ამ სახელით:

1. ომბოსი (ეგვ. Nb.t „ოქროსი“) ქალაქი ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, 26 კმ. ლუქსორის ჩრდოლოეთით. დღეს აქ მდებარეობს თანამედროვე ქ. ნაქადა, რომელმაც მისცა სახელი ეგვიპტის წინადინასტიურ კულტურას. დინასტიურ ეგვიპტეში იყო სეტხის მნიშვნელოვანი საკულტო ადგილი.

არქეოლოგიური მონაცემებით, ქალაქი არსებობდა ყველაზე ადრე ნაქადა II-ის პერიოდიდან (დაახლ. 36000 წ. ჩვ.წ.-მდე). XVIII დინასტიიდან (ან უფრო ადრე) აქ იყო სეტხისადმი მიძღვნილი ქვის ტაძარი. წინადინასტიურ პერიოდში ნაქადა ნილოსის დაბლობის ერთ-ერთი უდიდესი დასახლება იყო, კედლით შემოღობილი ქალაქით და სასაფლაოებით. ერთ-ერთ სასაფლაოზე (ე.წ. T სასაფლაო) ნაპოვნია ძალიან მდიდრული სამარხები, რომლებიც (რაც უჩვეულოა წინადინასტიური პერიოდისათვის) აგურით იყო შემოღობილი. სავარაუდოდ, ისინი ნაქადას მმართველ ოჯახს ეკუთვნოდა. ისტორიული პერიოდის ქალაქს გაცილებით უფრო პატარა ფართობი უჭირავს, და ის ნაკლებად მნიშვნელოვანიც არის პოლიტიკური თვალსაზრისით. არქეოლოგიური მასალა საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ წინადინასტიურ პერიოდში ნაქადა პატარა სახელმწიფოს დედაქალაქი იყო.

2. ომბოსი პირველ ზემოეგვიპტურ ნომში, დღევანდელ კოომბოსთან. მასაც ერქვა „ოქროს ქალაქი“ (Nwb.t). მდებარეობდა 50 კმ. ასუანის ჩრდილოეთით, რაც ერთგვარად საშუალებას აძლევდა, გაეკონტროლებინა სავაჭრო მარშრუტები ნუბიისაკენ. მთავარი ღვთაება იყო ნიანგის სახის ღმერთი სობეკი. დღეისათვის ყველაზე ძველი ნაგებობის ნარჩენები ქალაქში თოტმეს III-ის მიერ სობეკისადმი მიძღვნილი ტაძრის ქვიშაქვის ჭიშკარია. ქალაქში მდებარეობს ასევე პტოლემაიოსების პერიოდით დათარიღებული ხაროერისის და ისიდას ტაძრები. ნაპოვნია ნიანგების სასაფლაო.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები