აბაშიძე-ფინეზიშვილი ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნიკოლოზ აბაშიძე-ფინეზიშვილი-დან)
ნიკოლოზ აბაშიძე-ფინეზიშვილი – იმერეთის აჯანყების (1819-1820 წ.წ.) მონაწილე. 1819 წელს ფარულად გაემგზავრა ახალციხის ფაშასთან და აჯანყებულთათვის თოფ-იარაღი ჩამოიტანა. 1820 წელს თავი შეაფარა გურიას, სადაც მონაწილეობა მიიღო პოლკოვნიკ პუზირევსკის რაზმთან შეტაკებაში. შემდეგ ახალციხეში გაიხიზნა. რუსეთის მთავრობამ მამული ჩამოართვა, ოჯახი კი რუსეთში გადაუსახლა.