ნათაძე ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნოდარ ნათაძე-დან)
ნოდარ ნათაძე – (დ. 27 მაისი 1929, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 2022, თბილისი) — ფილოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი და პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1952); ასპირანტურა (1955).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-90).
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, მთაწმინდის №9 საარჩევნო ოლქი;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“, სახალხო ფრონტი, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები
- ნათაძეები