ჯავახიშვილი ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნოდარ ჯავახიშვილი-დან)
ნოდარ ჯავახიშვილი – დაიბადა 1954 წლის 7 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში.
განათლება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1977).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა საბანკო საქმიანობას;
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (1993-98).
- პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- 2014 წლის დეკემბრიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, 2015 წლის აპრილიდან - მინისტრი.