კენჭუაშვილი ნონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნონა კენჭუაშვილი-დან)
ნონა კენჭუაშვილი – დაიბადა 1968 წლის 8 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში.
განათლება – თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის სპიკერი, ინვალიდთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი;
- საქართველოს ეროვნული კონგრესის წევრი;
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992);
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) საკომპენსაციო სიით - საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისაგან; სოციალურ საკითხთა კომისიის მდივანი.