კახიძე ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოთარ კახიძე-დან)
ოთარ კახიძე დაიბადა 1983 წლის 7 ივლისს ქ. თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტის ასისტენტი, საპარლამენტო მდივანი (2005-2009)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მოადგილე (2009-2012)
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, იურისტი, ლექტორი; პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი (2012-2013)
- „ბიჯიაი ლეგალ„, დირექტორი, პარტნიორი (2013-2016)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე.