მამფორია ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოთარ მამფორია-დან)
მამფორია ოთარ — (1924 – 2000), ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1951 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ – მოსკოვის გორკის სახელობის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულისა („ცისკრის ვარსკვლავი”, 1959, „საქართველო ჩირაღდანად მინთია!”, 1999). თარგმნა ესენინის, ბლოკის, ევტუშენკოს, პასტერნაკის ლექსები.
- თოვლი
- ამ სისხამ დილით თოვლში პირველად
- ხელის მოჩრდილვით ცეცხლი ვაკვესე.
- ვით მოფარფატე თეთრი პეპელა,
- ისე დამაკვდა ფიფქი ბაგეზე.
- ალბათ, თბილისში ახლა არ ცივა,
- კოჯრის ნიავი ფოთლებს აქეზებს,
- მწვანე ფერებში ელავს მთაწმინდა
- და სხივებს აბნევს მზე რუსთაველზე.
- აქ კი არყები ტოტებდახრილი,
- ელიან სხივთა ამონათებას.
- შორს დათოვლილი მიქრის მარხილი,
- შორს არის ჩემი ციცინათელაც...
- ცვივა და ცვივა ფრთადასეტყვილი
- ფიფქები − ზამთრის თეთრი პეპლები,
- მივდივარ თოვლში ხმაგაკმენდილი,
- მივდივარ, მაგრამ სად შეგეყრები.