მელქაძე ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოთარ მელქაძე-დან)
ოთარ მელქაძე – დაიბადა 1938 წლის 8 აპრილს თბილისში. — იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოების ავტორი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1961).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე;
- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1985-91);
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი;
- თსუ უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; პროფესორი 1992 წლიდან;
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი 1993 წლიდან;
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): ედპ-ის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) წევრები
- საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრები
- მელქაძეები