ღორჯომელაძე ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოთარ ღორჯომელაძე-დან)
ოთარ ღორჯომელაძე – (დ. 15 მაისი, 1955, ხულოს რაიონის სოფელი ღურტა — გ. 19 იანვარი, 2014). — მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი; აკადემიური ხარისხი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი; აკადემიური ხარისხი საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი)
განათლება
- საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (ქ. სოხუმი, 1982);
- ასპირანტურა (1986);
- დოქტორანტურა (1997);
- სამხედრო სამსახური (1974-76).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №84 ხულოს საარჩევნო ოლქი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №84 ხულოს საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი დემოკრატიული აღორძინების კავშირი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (2008-2009).