ჩრდილელი ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოთარ ჩრდილელი-დან)
ოთარ ჩრდილელი – დაიბადა 1974 წლის 27 სექტემბერს სამტრედიაში. — ჟურნალისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახ. სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- შპს გაზეთი ალია, ჟურნალისტი (1997-2003)
- სსიპ საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა, კორესპონდენტი, ბიუროს უფროსი (2004-2005)
- აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ტელევიზია და რადიომაუწყებლობა, პროგრამების რედაქტორი, განყოფილების უფროსი (2007-2009)
- სს პროგრესბანკი, უფროსი სპეციალისტი (2010-2011)
პარლამენტის წევრი
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016 წლიდან 2020 წლის 19 მარტამდე): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015