თედორაძე ომარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ომარ თედორაძე-დან)
ომარ თედორაძე – დაიბადა 1948 წლის 14 მაისს ასპინძაში. — ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; სამეცნიერო ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი.
განათლება – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (1971), ასპირანტურა (1975).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2006-2008) პარტიული სიით - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის, აგრარული კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.