ბაკურაძე პაატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პაატა ბაკურაძე-დან)
პაატა ბაკურაძე – დაიბადა 1960 წლის 7 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1988).
სამუშაო გამოცდილება
- ინჟინერი (1988-90);
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი;
- რუსთავის კომიტეტის თავმჯდომარე (1989-93);
- ქვემო ქართლის სამხარეო ბიუროს თავმჯდომარე (1997-2000).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999): ედპ პარტიული სიით, თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
- 2000 წლიდან ედპ-ის მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.