ბარათაშვილი პაატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პაატა ბარათაშვილი-დან)
ბარათაშვილი პაატა – დაიბადა 1953 წლის 1 იანვარს თბილისში. — მსახიობი, პოლიტიკოსი. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
განათლება – თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1975).
პარლამენტის წევრი
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი;
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მსახიობები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს წევრები
- ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების წევრები
- ბარათაშვილები