აკუბარდია პავლე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პავლე აკუბარდია-დან)
აკუბარდია პავლე იორდანის ძე (18.. – 19..) – რევოლუციონერი, ზუგდიდის მაზრის რევოლუციონური მოძრაობის აქტიური მონაწილე. წარმოშობით სამეგრელოს სოფ. შამგონიდან იყო. 1905 წლის 5-7 დეკემბერს ზუგდიდის სათადარიგო პოლიციასთან არსებული სამაზრო პოლიციის სამმართველოს განიარაღებაში მონაწილეობდა. „ზუგდიდის რესპუბლიკის“ საქმის გამო პასუხისგებაში მისცეს. გარდაიცვალა ციხეში.
გამოყენებული ლიტერატურა
- 1) 1905 წელი სამეგრელოში. – თბ., 1929. – გვ.: 39, 54, 73.