ორბელიანი პაპუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პაპუნა ორბელიანი-დან)
ორბელიანი პაპუნა – (XVIII ს.) ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა „ამბავნი ქართლისანი“. მისი თხრობა 1739-58 წწ. ამბებს შეეხება. ბევრი ისტორიული მოვლენის თვითმხილველი და მონაწილე ყოფილა, სხვანი — „მომითხრეს სარწმუნოთა კაცთაგან“. მჭევრმეტყველურად გადმოცემული აქვს „იწროებანი ქართლისანი“, ქართლ-კახეთის გაერთიანების სიკეთე. ვითარცა მემატიანე, გონიერი და ისტორიული ცხოვრების მრავალფეროვანებას დაკვირვებული კაცია. ცნობილია მისი ლიტერატურული საქმიანობა: საიმდროოდ პოპულარულ თემაზე დაუწერია „ხილთა ქება ანბანზე თქმული“.