ნევროპათია პერიფერიული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პერიფერიული ნევროპათია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნევროპათია, პერიფერიული - (neuropathy, peripherial) – პერიფერიული ნერვების პათოლოგია ან ფუნქციური დარვევები. შეიძლება გამოვლინდეს კიდურების დაბუჟებით, სისუსტით, პარესთეზიებით (ჩხვლეტის შეგრძნება), კუნთების მოდუნებით და ღრმა რეფლექსების გაქრობით.

პერიფერიულ ნევროპათიასთან ერთად შეიძლება განვითარდეს ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები და საბოლოოდ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.

ცუდი კვება (განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი), რომელიც თან სდევს ალკოჰოლის მიღების მავნე შედეგების რისკს, წარმოადგენს პერიფერიული ნევროპათიის განვითარების გავრცელებულ მიზეზს. აღნიშნული სინდრომი შესაძლებელია (იშვიათად) გამოწვეულ იყოს სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით, მათ შორის, ოპიოიდების მიღებით.

სინონიმი

პოლინევროპათია - polyneurapathy




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები