ადამარი ჟაკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჟაკ ადამარი-დან)
ადამარი ჟაკ (1865 – 1963) – ფრანგი მათემატიკოსი. მისი ძირითადი შრომები განეკუთვნება კერძოწარომოებულებიან დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას, კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიას, რიცხვთა თეორიას, აგრეთვე მექანიკას. მუშაობდა მათემატიკის სწავლების მეთოდიკის საკითხებზე. შეადგინა გეომეტრიის სახელმძღვანელო.