აველანჟი ჟოაო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჟოაო აველანჟი-დან)
ჟოაო აველანჟი – (პორტ. João Havelange), (ნამდვილი სახელი, ფრანგ. Jean-Marie Faustin Godefroid de Havelange; დ. 8 მაისი, 1916, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია — გ. 16 აგვისტო, 2016, იქვე). ახალგაზრდობაში იყო მოცურავე და წყალბურთელი. მონაწილეობდა 1936 და 1952 წლების ოლიმპიურ თამაშებში. 1956 წლიდან ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის წევრი. 1968-74 წლებში იყო ბრაზილიის სპორტის კონფედერაციის პრეზიდენტი. 1974 წლის II ივნისს, ფიფა-ს 39-ე კონგრესზე აირჩიეს ფიფა-ს პრეზიდენტად. როგორც ფიფა-ს პრეზიდენტი, ბევრს აკეთებს ფეხბურთის პოპულარიზაციისათვის, მისი თაოსნობით დაარსდა მსოფლიოს ჩემპიონატები 16, 17 და 20 წლის ასაკის ფეხბურთელთათვის, აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატები მინი-ფეხბურთში და ქალთა გუნდებს შორის.