კურტელინი ჟორჟ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჟორჟ კურტელინი-დან)
ჟორჟ კურტელინი − (ფრანგ. Georges Courteline, ნამდვილი გვარი ჟორჟ ვიქტორ მარსელ მუანო, 1858-1929), ფრანგი მწერალი და დრამატურგი. პიესებს წერდა საჭირბოროტო თემებზე, აგებდა მწვავე ინტრიგაზე, მასში მოქმედებდნენ გროტესკული პერსონაჟები. მრავალი წლის განმავლობაში „ბულვარების თეატრები“ იკვებებოდნენ მისი პიესებით. მისი ყველაზე პოპულარული პიესაა „ბუბუროში“. კომედიები და ფარსები: „მხიარული პარიზელი ჭორიკანა ქალები“, „სერიოზული კლიენტი“, „ბატონი ბადენი“, „შეუბრალებელი ჟანდარმი“, „შინაურული სამყარო“ (და სხვ.).