სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი"

სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი — პირველი ქართული ჟურნალი, გაზეთ „ტფილისის უწყებანის“ ორკვირეული ლიტერატურული დამატება. გამოდიოდა 1832 წ. თბილისში სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით (გამოვიდა 5 ნომერი). ს. დოდაშვილის გარდა, მასში თანამშრომლობდნენ აგრეთვე გ. ერისთავი, ა. ორბელიანი, ს.რაზმაძე, დ. მაჩაბელი… ჟურნალი მიზნად ისახავდა საზოგადოების განათლებისთვის, მშობლიური ენისა და ლიტერატურის განვითარებისთვის ხელის შეწყობას, ქართული კულტურისა და ისტორიის დაცვა-განმტკიცებას, 1832 წ. შეთქმულების სამსახურს. ჟურნალში იბეჭდებოდა სანტიმენტალური მოთხრობები და რომანტიკული პოეტური ნაწარმოებები. აქვე გამოქვეყნდა ა. პუშკინის ლექსთა თარგმანებიც.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები