იოსელიანი რამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რამაზ იოსელიანი-დან)
რამაზ იოსელიანი – დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში.
განათლება – ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1974).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი, სოფლის მეურნეობის და ეკოლოგიის ქვეკომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).