ბერაძე რამინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რამინა ბერაძე-დან)
რამინა ბერაძე — დაიბადა 1955 წლის 28 ოქტომბერს ქ. ოზურგეთში. — ეკონომისტი, პოლიტოლოგი. „ტოლერანტობის ქომაგი“ - საპატიო წოდება 2015 წ.
განათლება
- საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, სპეციალობა სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია
- საქართველოს აისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, სპეციალობა ეკონომიკა
- ქალაქ ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა, სპეციალობა პოლიტიკის მეცნიერებები
სამუშაო გამოცდილება
- ქალაქ ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს კადრების განყოფილების გამგე (1977-1984);
- პანსიონატ „მთის ბროლი“ - დირექტორი (1984-1985);
- რაიკომის მდივანი (1985-1991);
- ქალაქ ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე (1992-1995);
- საქართველოს პრეზიდენტის აპარატის დსთ-ს და„მშვიდობიანი კავკასიის“ განყოფილების უფროსი (1996-2005);
- საქ. ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგადასახადო ინსპექციის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი (2005-2007);
- თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი (2014-2016);
- თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულო, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი (2017 - 2020);
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (11-12-2020), ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი (17-12-2020), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (17-12-2020)