კუპრავა რაულ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რაულ კუპრავა-დან)
რაულ კუპრავა – (დ. 5 მაისი, 1945, სოხუმი — გ. 31 მაისი, 2007). — ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოების ავტორი
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1967); ასპირანტურა (1975).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) საკომპენსაციო სიით - ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისაგან; განათლებისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.