ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი-დან)
ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (XIX ს.) – სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი. 1834 წლიდან მონაწილეობდა ომებში. 1850-1853 წწ. მთიულების წინააღმდეგ ლაშქრობდა. 1858 წელს დაინიშნა ლეკების წინააღმდეგ გამართული კორდონის ხაზის უფროსის თანაშემწედ, შემდეგ წელს – უფროსად.
გამოყენებული ლიტერატურა
1. გუნია, ვ. საქართველოს კალენდარი. – 1890. – გვ. 447.