ბოტსვანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რესპუბლიკა ბოტსვანა-დან)
ბოტსვანა - (რესპუბლიკა ბოტსვანა), სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.
ფართობი - 600,4 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 2,02 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა - ტსვანა და ინგლისური.
ბოტსვანა საპარლამენტო რესპუბლიკაა.
დედაქალაქი - ქ. გაბორონე.
ადმინისტრაციულად იყოფა 9 რაიონად და 4 საქალაქო საბჭოდ. ბოტსვანა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ხელისუფლებას ფლობს პრეზიდენტი და ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა.
დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1966 წლის 30 ოქტომბერს.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 9 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 8,5 ათ. და სამხედრო-საჰაერო 0,5 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.