რიცხვი რიგობითი (რიგითი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რიგობითი რიცხვი-დან)
რიცხვი რიგობითი (რიგითი) - სრულიად მოწესრიგებული სიმრავლის ტიპი. რიგობითი რიცხვის მაგალითია რიცხვი 0 – ცარიელი სიმრავლის ტიპი. რიგობით რიცხვზე წესდება არითმეტიკული ოპერაციები (შეკრება, გამრავლება, გამოკლება, გაყოფა). რიგობითი რიცხვები შემოიღო გ. კანტორმა. რიგობით რიცხვებს ზოგჯერ ორდინალურ რიცხვებს უწოდებენ.