ტომა რობერ
რობერ ტომა - (ფრ. THOMAS ROBERT. 1930 - 1989). XX საუკუნის ცნობილი ფრანგი კომედიოგრაფი და მსახიობი.
ბიოგრაფია
რობერ ტომა დაიბადა 1930 წელს ქალაქ გარში ბურჟუაზიულ ოჯახში. ბავშვობიდანვე მსახიობის პროფესიაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ პარიზში გადავიდა, რათა თეატრში მოხვედრილიყო. ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო და ფინანსური დახმარებაც შეუწყვიტეს. რობერ ტომა პარიზში ფოსტალიონად მუშაობს, სწავლობს სამსახიობო კურსებზე, თამაშობს მასიურ სცენებში. თანდათანობით ჯერ პატარა, შემდეგ კი მნიშვნელოვან როლებს ავალებენ. 1958 წელს წერს თავის პირველ პიესას - „რვა მოსიყვარულე ქალი“, რომლითაც იწყება მისი წარმატება, როგორც ორიგინალური კომედიების ავტორისა. ტომას პიესების კომედიური სიუჟეტები, როგორც წესი, შერწყმულია დეტექტიურ ამბავთან.
ტომას ყველაზე პოპულარული კომედიებია:
- „პროფკავშირი“ (1959);
- „ხაფანგი მარტოხელა მამაკაცებისათვის“ (1960);
- „პოლიციელი და ტელეფონისტი ქალი“ (1961).
მისი ერთ-ერთი კომედია „ფრედი“ სპეციალურად ფერნანდელისათვის დაიწერა, რომელმაც 1968 წელს ეს როლი ბრწყინვალედ შეასრულა.