ლორთქიფანიძე როზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა როზა ლორთქიფანიძე-დან)
როზა ლორთქიფანიძე – დაიბადა 1954 წლის 10 თებერვალს ადიგენის რაიონის სოფელ ზანავში. — სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
განათლება – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი (1980).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა (1980-91).
- მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს მწვანეთა პარტია, კომისიის თავმჯდომარე.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი, სმკ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს მწვანეთა პარტიის წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- ლორთქიფანიძეები