გვენცაძე რომან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რომან გვენცაძე-დან)
რომან გვენცაძე – დაიბადა 1945 წლის 6 აპრილს თბილისში. — პოლიციის გენერალ-მაიორი
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1968-1972).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს შსს სისხლის სამართლის ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ქვეგანყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე (1974-1980)
- სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი (1980-1985)
- საქართველოს შს სამმართველოს უფროსის მოადგილე (1985-1987); უფროსი (1987-1989)
- საქართველოს შს მინისტრის მოადგილე (1989-1991, 1994-1995); პირველი მოადგილე (1991-1992)
- საქართველოს შს მინისტრი (1992-1993)
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი, კორუფციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე.
- დავით აღმაშენებლის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
სახელმწიფო ჯილდო
- სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის „წითელი ვარსკვლავის“ ორდენი (01.01.1975)
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მედალი „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში სანიმუშო სამსახურისათვის“ (01.01.1966)