მიმინოშვილი რომან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რომან მიმინოშვილი-დან)
რომან მიმინოშვილი – (დ. 3 მაისი, 1928, აბაშის რაიონის სოფელი სუჯუნა — გ. 3 მარტი, 1998). — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1952), ასპირანტურა (1955).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-ლიტერატურულ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, კომისიის თავმჯდომარე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-98): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
ლიტერატურული მოღვაწეობა
პირველი ლექსი რომან მიმინოშვილმა 1945 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი — „ელადის მუზა“ (ანტიკური ბერძნული პოეზიის ანთოლოგია) — 1963 წელს. მასვე ეკუთვნის ნაშრომები „იოანე დამასკელის გარდამოცემის ქართული თარგმანები“ (1966), „მოძმე ლიტერატურათა მეგობრობა“ (1972), „გვიამბობს მოხუცი ჰომეროსი“ (1978). ქართულად თარგმნა ვერგილიუსის „ენეიდა” (1976) და ჰომეროსის „ილიადა” (1979).
- ძველბერძნული ეპიგრამები
- დიონიდიოს სოფისტი
- თარგმნა რომან მიმინოშვილმა
- ვარდების გამყიდველი გოგო
- ვარდებიანო გოგოვ,
- თვითონ ვარდო! რას ჰყიდი?
- ვარდს თუ საკუთარ თავს?
- თუ ერთსაც და მეორესაც?
- სატრფოს
- მსურს ვიყო სიო,
- ზღვის ნაპირზე რომ ისეირნებ,
- მაგ შიშველ მკერდზე გაგრძნობინო
- ჩუმი ალერსი.
- მსურს ვიყო ვარდი,
- რომ მომწყვიტო და შენი ხელით
- ძოწეულის ფერს ბინა მომცე
- ქათქათა მკერდზე.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მთარგმნელები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი ფილოლოგები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- მიმინოშვილები