ბანაკი რომაული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რომაული ბანაკი-დან)
ბანაკი რომაული – რომაელების საველე გამაგრება, რომელსაც იყენებდნენ ჯარების განლაგებისთვის ბრძოლის დაწყებამდე, ხოლო დამარცხების შემთხვევაში – თავის შესაფარებლად და თავდაცვაზე გადასასვლელად.
ცნობილია პუნიკური ომების დროიდან (ძვ.წ. III-II საუკუნეები). ლაშქრობაში ერთი დღის სავალი გზის გავლის შემდეგ ახალი ბანაკი შენდებოდა. მას ამაგრებდნენ თხრილითა და მიწაყრილით, რომელზეც აღმართული იყო მოწნული ფარები. ბანაკი რომაულის ოთხივე მხარეს კარიბჭეები ჰქონდა. შემდგომში ასეთი ბანაკის შექმნის გამოცდილება სხვა ხალხებმა გადაიღეს.