სეიდუ ფორნიე დე კლოზონი როჟე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა როჟე სეიდუ ფორნიე დე კლოზონი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორის კუვე დე მურვილი (მარჯვნივ) და როჟე სეიდუ (მარცხნივ) გაეროში

როჟე სეიდუ ფორნიე დე კლოზონი – (ფრანგ. Roger Seydoux Fornier de Clausonne, 23 მარტი 1908 — 3 ივლისი 1985), ფრანგი დიპლომატი.

დიპლომატიურ სარბიელზე იმყოფებოდა 1931-დან, ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საფრანგეთის წარმომადგენლობებში დიდ ბრიტანეთსა (1931-32) და მაროკოში (1934-36); 1936-42 იყო პოლიტიკური კვლევების თავისუფალი სკოლის დირექტორის მოადგილე;
1942-45 – პოლიტიკური კვლევების თავისუფალი სკოლის დირექტორი;
1945 – პარიზის უნივერსიტეტის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი;
1946-48 – საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის ხელმძღვანელი;
1948-50 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული კავშირების ხელმძღვანელი;
1950-52 – საფრანგეთის გენერალური კონსული აშშ-ში;
1954 – მინისტრ-დელეგატი;
1955 – უმაღლესი კეისარი;
1956-57 – საფრანგეთის ელჩი ტუნისში;
1957-60 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული და ტექნიკური კავშირების სამმართველოს გენერალური დირექტორი;
1960-62 – საფრანგეთის ელჩი მაროკოში;
1962- 67 – საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში;
1967-68 – საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში;
1968-72 – საფრანგეთის ელჩი საბჭოთა კავშირში;
1973-დან დიპლომატიურ საქმიანობას ჩამოშორდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები