აიალა რუბენ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რუბენ აიალა-დან)
რუბენ აიალა – (ესპ. Rubén Hugo Ayala Zanabria; დ. 8 იანვარი 1950) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი, მწვრთნელი.
თამაშობდა „სან-ლორენცოში“ (1964-74) და მადრიდის „ატლეტიკოში“ (1973-80). საფეხბურთო კარიერა დაამთავრა მექსიკის „ატლანტაში“ და „ხალისკოში“. მონაწილეობდა მსოფლიოს 1974 წ. ჩემპიონატში. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 25 მატჩი (პირველი: 13.7.1971 ურუგვაი (1-0, ბოლო: 3.7.1974 გდრ 1-1). გაიტანა 11 გოლი.