გაჯიევი რუსლან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რუსლან გაჯიევი-დან)
რუსლან გაჯიევი – დაიბადა 1978 წლის 1 იანვარს მარნეულის რაიონის სოფელ აზიზკენდში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალის იურიდიულ ფაკულტეტზე
სამუშაო გამოცდილება
- მარნეულის გამგეობის სპეციალისტი (2001-2002)
- მარნეულის გამგეობის იურისტი (2002-2006)
- შპს „HH“, მარნეულის ფილიალის დირექტორი (2006-2010)
- შპს, მარნეულის ფილიალის დირექტორი (2010-2011)
- მარნეულის N 2 საჯარო სკოლის დირექტორი (2011-2014)
- მარნეულის N 3 საჯარო სკოლის დირექტორი (2011-2014)
- მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი (2014-2016)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან – მაჟორიტარი, №35 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.