სადარაჯო დაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა საგუშაგო დაცვა-დან)
სადარაჯო დაცვა – (საგუშაგო დაცვა) საგუშაგო დაცვა იგზავნება ნაწილიდან (შენაერთიდან) მისი ადგილზე განლაგებისას, როდესაც მოსალოდნელია სახმელეთო მოწინააღმდეგის თავდასხმა. დაცვის განსახორციელებლად გამოიყოფა სადარაჯო რაზმები, სადარაჯო საგუშაგოები რომლებსაც ენიშნებათ დაცვის და დაზვერვის ზოლები, ასევე თავდაცვის ზღუდე. გარდა ამისა აყენებენ სადარაჯო საგუშაგოებს და აგზავნიან პატრულებს.