კარნო სადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სადი კარნო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სადი კარნო

სადი კარნო – (ფრანგ. Nicolas Léonard Sadi Carnot, 1796 - 1832), ფრანგი ფიზიკოსი და მათმატიკოსი.

სადი კარნოს უპირველეს ყოვლისა აინტერესებდა სითბოს მექანიკურ მუშაობაში გარდაქმნის საკითხები. მისი მეცნიერული გამოკვლევები წმინდა მათემატიკურ, მსჯელობებს წარმოადგენენ. მათ უდიდესი პრაქტიკული, და ეკონომიური მნიშვნელობა ჰქონდათ, გარდა ამისა, ხელს უწყობდნენ ცოდნის ამ სფეროს შემდგომ განვითარებას.

სითბოს გავრცელების მოვლენებზე დაკვირვებებმა და გამოკვლევებმა მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ სითბოს გადასვლისას უფრო გამთბარი სხეულიდან უფრო ცივზე შეიძლება სასარგებლო მუშაობა მიგიღოთ. მხოლოდ იქ წარმოიშობა მუშაობა, სადაც ტემპერატურის სხვაობა არსებობს.

1824 წ. მიუთითა სითბოს მუშაობაში გადასვლის შესაძლებლობის ზღვარზე. წამოაყენა პრინციპი, რომ ყოველგვარი სითბური პროცესი დაკავშირებულია განსაზღვრულ დანაკარგთან, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია. სითბოს მთელი რაოდენობის გარდაქმნა მექანიკურ მუშაობაში არ ხერხდება, რადგანაც მაცივარზე გადასული სითბოს აღდგენა არ ხერხდება.

ეს პრინციპი მეცნიერების ისტორიაში შევიდა თერმოდინამიკის მეორე საწყისის სახელით და წარმოადგენს მეცნიერების ერთ-ერთ ძირითად საფუძველსა და ბუნების მნიშვნელოვან კანონს. კარნოს შრომებმა ბიძგი მისცეს შემდგომ გამოკვლევებს, რომლებიც მიმართული იყო ორთქლის მანქანებისა და სითბური ძრავების გაუმჯობესებისაკენ და ამასთან ერთად მათი მწარმოებლურობის და სითბოს სასარგებლო გაცემის გაზრდისაკენ.

კარნო დაიბადა ნაპოლეონის მინისტრის ოჯახში. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ შევიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. პოლიტიკური შეხედულებების გამო იძულებული იყო სამსახური დაეტოვებინა და საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. მთელი შემდგომი ცხოვრება სითბოს გამოკვლევას მიუძღვნა.

36 წლის ასაკში გარდაიცვალა ქოლერისაგან.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები