აბულაძე სავლე იოსების ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სავლე იოსების ძე აბულაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Savle abuladze.PNG

აბულაძე სავლე იოსების ძე (დ. 20 აპრილი (ოფიციალური დოკუმენტებით 30 აპრილი), 1890 – გ. 1964) – მწერალი, მგოსანი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ზემო იმერეთის სოფ. კიცხში, გლეხის ოჯახში. მამა შესანიშნავი მოარაკე იყო, დედა – ესმა ჭიპაშვილის ასული, მეოჯახე და შვილების შრომაში აღმზრდელი. ოჯახში შვიდი და-ძმა იყვნენ. 6 წლისას ანბანი (რომელიც სამ დღეში გაიზეპირა), მდივანოვის კალენდრით, ბიძამ – ლეონტი ჭიპაშვილმა დააწყებინა. მამამ მოგვიანებით შეიყვანა კიცხის ორკლასიან სასწავლებელში [მასწავლებელი არ ღებულობდა: „ჩემი ბავშვები თევზზე არიან და ეგ როდის-ღა მოეწევაო“. მამამ უპასუხა: „თქვენი ბავშვები არწივზედაც რომ ისხდნენ, ამ ბავშვს მაინც ვერ გაასწრებენო“. მასწავლებელი მიხვდა, რომ სავლემ წერა-კითხვა იცოდა და მიიღო]. ეს დრო იყო სკოლებში „მუნჯური მეთოდის“ განუსაზღვრელი ბატონობის ხანა – ქართულად ლაპარაკის ნებას არ აძლევდნენ, მიუხედავად ამისა, კიცხის დაწყებითი სკოლა მაინც საუკეთესოდ დაამთავრა (1902 წელს).

1903 წელს შევიდა ქუთაისის რეალური სასწავლებლის მეორე კლასში, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილა, მძიმე ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა, სასწავლებლისთვის თავი დაენებებინა.

1904 წელს შევიდა ზესტაფონის საქალაქო სასწავლებელში, სადაც, 1905 წელს, მოწაფეთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა. მდგომარეობამ აიძულა, იმ სასწავლებლიდანაც გამოსულიყო. ერთხანს ტელეგრაფისტად ემზადებოდა, არც ეს მოხერხდა.

დაამთავრა: გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარია (1907-1911) სახელმწიფო ხარჯზე, თბილისის სამხედრო სასწავლებელი (1916-1917) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნითმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება (1918–1921) სადიპლომო შრომით: „იოსებ ტფილელი და მისი დიდმოურავიანი“. დაიცვა დისერტაცია: „იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მემკვიდრეობის გამოყენებისათვის რუსული ენის სწავლებაში“ (დაიბეჭდა 1939 წ.). 1925 წელს ჩააბარა უნივერსიტეტის სახელმწიფო გამოცდები, ხოლო 1939-1940 წწ. – საკანდიდატო მინიმუმი პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; იმავე წელს წარადგინა სადისერტაციო შრომა თემაზე „იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მემკვიდრეობის გამოყენებისათვის რუსული ენის სწავლებაში“.

1911 წლიდან მასწავლებლობდა სოფ. კიცხში, დაბა ხარაგაულში, ქ. ზესტაფონში, თბილისის სხვადასხვა სკოლასა და სამასწავლებლო ინსტიტუტში, 1938 წლიდან – რუსულ ენას სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასწავლიდა რუსულსა და ქართულ ენებს, ლიტერატურასა და პედაგოგიკას. შორაპნის მაზრის სკოლების ინსპექტორობის დროს კითხულობდა ლექციებს პედაგოგიკასა და მშობლიურ ენის მეთოდიკაში.

პედაგოგიური მუშაობის გარდა, საზოგადოებრივ-სამეურნეო და კულტურულ საქმიანობაშიც მონაწილეობდა: სოფ. კიცხის სკოლა შვიდწლედად გადააკეთა, კიცხშივე დააფუძნა შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა (1913), კოოპერატივი, ბიბლიოთეკა-სამკითხველო (1917), სასოფლო-სამეურნეო არტელი „კომუნა“ (1922) [რომელიც 1930 წელს საერთო-საკოლმეურნეო სისტემაში შევიდა „შრომას“ სახელწოდებით]. კიცხის სკოლაში, მოწაფეთაგან, ფრინველების დევნის წინააღმდეგ შექმნა „მაისის კავშირი“ (1913), შემოიღო „ხეების დარგვის დღე“ (1913) და სხვ.

რევოლუციამდე მოწაფეთა არალეგალური წრეების აქტიური მონაწილე იყო, ხოლო რევოლუციის შემდეგ ს. აბულაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა და მისივე ხელმძღვანელობით მუშაობდა ლიტერატურულ-შემოქმედებითი, პედაგოგიურ-ფილოსოფიური და სხვა წრეები: თბილისის უნივერსიტეტში – სტუდენტთა ლიტერატურული წრე (1918–1921, 1943), თბილისის ცენტრალურ საინსტრუქტორო ინსტიტუტში – ფილოსოფიურ-პედაგოგიური წრე (1921), სოფ. კიცხის კულტურულ საზოგადოებაში – ლიტერატურული ოთხშაბათობები (1922-1924); ლიტერატურული და პედაგოგიური წრეები დაბა ხარაგაულში, ზესტაფონში, შორაპანში (1928–1931); ლიტერატურული წრე განათლების სახალხო კომისარიატში (1932–1933), თბილისის მასწავლებლის სახლთან და სხვ. აგრეთვე, საძირკველს უყრიდა დრამწრეებს. მაგ.: ჯარში სამსახურის დროს ჯარისკაცთა და ინტელიგენტთაგან შექმნა დრამატული წრე, რომელიც ლაგოდეხში და სოფ. შრომის სკოლაში წარმოდგენებს მართავდა.

მწერლობა დაიწყო კიცხის სკოლაში სწავლისას. წერდა ლექსებს. ჯერ კიდევ 10 წლისა იყო, როდესაც პოლივანოვის სასწავლო წიგნიდან თარგმნა მოთხრობა „Соловей“ და დაწერა პირველი ლექსი „გაზაფხული“. ზესტაფონის სკოლაში სწავლის დროს (1904-1907) თარგმნა რევოლუციური სიმღერა „ვარშავიანკა“. 1909 წელს გამოაქვეყნა რუსულად დაწერილი ორიგინალური ლექსი: „На день столетия со дня рождения Н. В. Гоголя“ (კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის კრებულ „Памяти Н. В. Гоголя“-ში). 1910 წელს თავი ისახელა რუსი პოეტის კოლცოვის შესახებ რუსულად წაკითხული ვრცელი მოხსენებით, თარგმნა კოლცოვის ლექსი „Урожай“ (რომელიც ნ. ლომოურმა საოსტატო სემინარიის ქართული ენის სასწავლო პროგრამაში შეიტანა). 1911 წელს, სემინარიის დამთავრების შემდეგ, წერილი მიწერა ჟურნალ „განათლების“ რედაქტორს, ლუარსაბ ბოცვაძეს, თან გააყოლა რამდენიმე ლექსიც, რომელთაგან „ელეგია“ ს. ა-ძის ხელმოწერით „განათლებაში“ დაიბეჭდა (1911, № 6). ეს იყო მისი პირველი ნაბეჭდი ლექსი; პირველი პედაგოგიური წერილი კი, „ბესარიონ ბელინსკი, როგორც პედაგოგი“ იყო (დაიბეჭდა ციაგის ფსევდონიმით, „განათლება“, 1911, № 8, გვ. 468-474). წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ლიტერატურულ, პედაგოგიურ და სხვა წერილებს. 1913 წელს, ლუარსაბ ბოცვაძემ იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად გამოცემულ კრებულში აბულაძის ვრცელი წერილი – „იაკობ გოგებაშვილი, როგორც მამულიშვილი“ – პავლე ა-ძის ხელმოწერით დაბეჭდა.

1914 წელს, მსოფლიო ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით მობილიზაციით სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1917 წელს დაამთავრა თბილისის მოკლევადიანი სამხედრო სასწავლებელი, მიიღო ოფიცრის პირველი ჩინი და გამწესდა ქ. ერევანში, სადაც გაიცნო მწერალი დუტუ მეგრელი, რომლის რამდენიმე ლექსი რუსულ ენაზე თარგმნა. ერევანშივე მოუსწრო თებერვლის რევოლუციამ, რომლის შემდეგაც თბილისში ჩამოვიდა.

თარგმნა ტურგენევის „ლექსები პროზად“ („ჩვენი თაობა“, 1938, № 11; „საბჭოთა მასწავლებელი“, 1938, № 106; გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 1938, № 258); ქართულიდან რუსულად გადათარგმნა კ. ფოცხვერაშვილის სიმღერა „დიდება ბელადს“ (სახელგამის მუსსექტორის გამოცემა, თბ., 1939), ირ. ევდოშვილის ლექსები: „წინ“, „განთიადი“, „ქარიშხალი“ („ზარია ვოსტოკა“, 1946, № 97). ზოგიერთი მისი ლექსი სასიმღეროდ გადააკეთეს („შრომის გმირი“ – სანდრო კავსაძემ, „ნეტავი თქვენ, ჩიტუნებო!“ – დავით კავსაძემ, „ახალი ლაშქარი“ – ა/კ სამხედრო შტაბმა და სხვ.).

ანტირელიგიურ საქმიანობაში მწერლობით და ლექციებით აქტიურად მონაწილეობდა.

ს. აბულაძე იყო ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი (1823-1824), საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა ცენტრალური საბჭოს წევრი (1932-1933). კითხულობდა საჯარო ლექციებს ქართულ და რუსულ ენებზე ლიტერატურულ, პედაგოგიურმეთოდურ და სხვა საკითხებზე.

მისი ფსევდონიმებია: ს. ა-ძე, პავლე ა-ძე, ს. ა., სავლე, სოსია გლეხი, ელვა, ციაგი, საქარიქედელი, პავლე აბულაძე.

ცალკე გამოცემულია:

  1. მზიანი ჩრდილები: [ლექსები]. – ჭიათურა, 1924. – 32გვ.;
  2. კოლექტივი: ლექსები. – ზესტაფონი, 1930. – 32 გვ.;
  3. რა არის პოლიტექნიზმი / ს. აბულაძის შედგ. – ტფ.: სახელგამი, 1931. – 80 გვ.;
  4. ტექნიკა და გოგონები. – ტფ.: სახელგამი, 1931. – 27გვ.;
  5. პოლიტექნიზმი და პიონერ-მოძრაობა. – ტფ.: სახელგამი, 1932. – 24გვ.;
  6. კოლმეურნეთა ანტირელიგიური წრის პროგრამა. – თბ., 1933;
  7. ჩამორჩენილ და მორწმუნე მშრომელთა ანტირელიგიური წრის პროგრამა. – თბ., 1933;
  8. ათას ერთი ღამე: რჩეული ადგილები / მთარგმნ.: სავლე აბულაძე. – თბ.: ფედერაცია, 1937. – 63 გვ.;
  9. იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მემკვიდრეობის გამოყენებისათვის რუსული ენის სწავლებაში / დაწყებითი და საშუალო სკოლის სამეც.-საკვლევო ინსტიტუტი. – თბ., 1939. – 45 გვ.;
  10. იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები. – თბ.: საქ. სსრ განათლების სამინისტროს პედაგოგ. მეცნ. ინ-ტის გამ-ბა, 1950. – 164 გვ.

გამოქვეყნებული ლექსები:

  1. Хвала вождю – песня К. Поцхверашвили (Перевод с грузинского);
  2. На день столетия со дня рождения Н. В. Гоголя // Сборник, изданный Кавказским Учебным округом – „Памяти Н. В. Гоголя“. – Тфл., 1910;
  3. Памяти дорогого нашего директора // Памятка. – Гори, 1910;
  4. ელეგია // განათლება. – 1911. – № 6;
  5. მეგობარს // განათლება. – 1911. – № 9. – გვ. 448;
  6. ტარას შევჩენკო დნეპრის ნაპირას // განათლება. – 1911. – № 7;
  7. ყმაწვილის ნატვრა // ნაკადული მოზრდილთათვის. – 1911. – № 9;
  8. ცხოვრების ზღვას // განათლება. – 1911. – № 10. – გვ. 620;
  9. ამირანი // განათლება. – 1912. – № 3. – გვ. 223-224;
  10. ბუნების ელვარებაში // განათლება. – 1912. – № 10. – გვ. 772;
  11. მე ოცნებითა ვერ შევქმენი // განათლება. – 1912. – № 8. – გვ. 605;
  12. სააკაძის ამონაკვესი – დაბერე, ქარო... // განათლება. – 1912. – № 2. – გვ. 142;
  13. სააკაძის გოდება – არვის ვუნდივარ // განათლება. – 1912. – № 5. – გვ. 379;
  14. არჩილ ჯორჯაძის ხსენებას // განათლება. – 1913. – № 4. – გვ. 279-281;
  15. არწივი და ბოლშევიკი // განათლება. – 1915. – № 8-9. – გვ. 575;
  16. გლოვა აკაკის სიკვდილზე // განათლება. – 1915. – № 2. – გვ. 135;
  17. დაღონებული ჩიტი // „ნაკადული“ მცირეწლოვანთათვის. – 1915. – № 5;
  18. დილა // ჯეჯილი. – 1915. – № 5. – გვ. 272;
  19. ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებაზე // „ნაკადული“ მოზარდთათვის. – 1915. – № 7;
  20. ვაჟა-ფშაველას ხსოვნას // ჯეჯილი. – 1915. – №7-8;
  21. მგზავრობა // ჯეჯილი. – 1915. – № 6. – გვ. 331-332;
  22. მშვენიერი ღამე // განათლება. – 1915. – № 5-6. – გვ. 397;
  23. ნაკადული // განათლება. – 1915. – № 3;
  24. ნეტავი თქვენ, ჩიტუნებო // განათლება. – 1915. – № 10. – გვ. 699;
  25. ნიკო ლომოურის ხსოვნას // სამშობლო. – 1915. – № 64;
  26. პატარა ხუროები // „ნაკადული“ მცირეწლოვანთათვის. – 1915. – № 7. – გვ. 12-13;
  27. პირველი გაზაფხული // ჯეჯილი. – 1915. – № 3. – გვ. 131-132;
  28. ჩემი ლოცვა // განათლება. – 1915. – № 7. – გვ. 485;
  29. არაკი „ქილილა და დამანა“-დან // „ნაკადული“ მოზრდილთათვის. – 1916. – № 10;
  30. მათხოვარი: [თარგმანი] // ჯეჯილი. – 1916. – №11-12. – გვ. 605;
  31. საღამო კავკავში // განათლება. – 1916. – № 3. – გვ. 219;
  32. შეფიცულნი // განათლება. – 1916. – № 8-9. – გვ. 534-537;
  33. აღსდექით, ძმებო // ჯარისკაცი. – 1917. – № 4;
  34. გლოვის ზარი // სახალხო საქმე. – [1917-1921];
  35. დაჭერილი შოშია // „ნაკადული“ მცირეწლოვანთათვის. – 1917. – № 11;
  36. კიტას საფლავზე // მებრძოლთა ხმა. – 1917. – №14;
  37. მწარე სიმღერა // მებრძოლთა ხმა. – 1917. – № 20;
  38. ფრთხილად // სახალხო საქმე. – [1917-1921];
  39. შესდგეს // სახალხო საქმე. – [1917-1921];
  40. ჯარისკაცის ამონაკვესი // ჯარისკაცი. – 1917. – № 22;
  41. ჯარისკაცის ფიქრები // ჯარისკაცი. – 1917. – № 22;
  42. ხალხური არაკი – „ერთ კაცს კარგი...“ // „ნაკადული“ მცირეწლოვანთათვის. – 1917. – № 3;
  43. ამხ. დავით ყიფშიძეს // სახალხო საქმე. – 1919. – მაისი;
  44. არესა // მომავალი. – 1920. – № 1;
  45. დავით კლდიაშვილს // სახალხო საქმე. – 1920. – № 756 [დაბეჭდილია წერილში];
  46. იმ მაღლობზე // ერთდღ. გაზეთი „სტუდენტი“. – 1920;
  47. იცოცხლებს ლანდი // მხედარი. – 1920. – № 20;
  48. ლაგოდეხის საღამო // მხედარი. – 1920. – № 9;
  49. ძველ დროს ჯარში // მხედარი. – 1920. – № 23;
  50. სიკვდილი მზეში // მომავალი. – 1921. – № 1;
  51. ბნელში ვიყავი // „კულტესტაფეტა“ ზესტაფონის ერთდღ. გაზეთი. – 1931. – 24 აპრილი;
  52. ეგნატე ნინოშვილს // კომუნისტური განათლება. – 1934. – № 16;
  53. შიო მღვიმელს // პიონერი. – 1934. - № 1;
  54. ვაჟა-ფშაველას // კომუნისტური განათლება. – 1935. – № 27;
  55. დობროლიუბოვიდან – ჯერ ცხოვრებაში // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 10;
  56. მაქსიმ გორკი // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 26;
  57. მშრომელთა ზეიმი // კომუნისტური განათლება. 1936. – № 17;
  58. ნიკო ლომოურს // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 27;
  59. პუშკინი. „პოეტი“ (თარგმანი) // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 49;
  60. საბჭოთა საქართველო // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 13;
  61. სიხარული (ვუძღვნი ამხანაგ მასწავლებლებს) // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 15;
  62. სტახანოვი // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 5;
  63. სულეიმან სტალსკი „ბავშვებს“ (თარგმანი) // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 38;
  64. ალექსანდრე პუშკინს // კომუნისტური განათლება. – 1937. – № 16;
  65. ოქტომბერი // კომუნისტური განათლება. – 1937. – № 104;
  66. უქრობი ჩირაღდანი – ილია ჭავჭავაძეს // კომუნისტური განათლება. – 1937. – № 53;
  67. ქართული პედაგოგიკის მამამთავარს // კომუნისტური განათლება. – 1938. – № 31;
  68. „შუმერლელი ბიჭი“ ვ. გუსევისა (თარგმანი) // კომუნისტური განათლება. – 1938. – № 4;
  69. გალაკტიონ ტაბიძეს // კომუნისტური განათლება. – 1939.

გამოქვეყნებული მოთხრობები, ზღაპრები, ნარკვევები:

  1. პირველი სიყვარული // სამშობლო. – 1915. – №234, 244, 251, 253;
  2. იასამანი // სამშობლო. – 1916. – № 318;
  3. რა დავაშავე // “სამშობლოს” სურათებიანი დამატება. – 1916. – № 41;
  4. სწავლის წყურვილი // სამშობლო. – 1916. – № 323;
  5. ბეღურა ჩიტი და მურა – ხალხური ზღაპარი // „ნაკადული“ მცირეწლოვანთათვის. – 1917. – № 4;
  6. ზღაპარი - ხალხური // „ნაკადული“ მცირეწლოვანთათვის. – 1917. – № 17-20;
  7. კურდღლის წერილი – ხალხური ზღაპარი // „ნაკადული“ მცირეწლოვანთათვის. – 1917. – № 5;
  8. მელია და დათუნია – ხალხური ზღაპარი // „ნაკადული“ მცირეწლოვანთათვის. – 1917. – № 6;
  9. სხვადასხვა გზით // მებრძოლთა ხმა. – 1917. – №15-19;
  10. უძლეველი კაცი – ხალხური ზღაპარი // „ნაკადული“ მცირეწლოვანთათვის. – 1917. – № 9;
  11. ქათამი – ხალხური ზღაპარი // „ნაკადული“ მცირეწლოვანთათვის. – 1917. – № 8;
  12. ფრონტის შთაბეჭდილებანი // სახალხო საქმე. – 1921. – № 1024, 1026, 1029, 1036, 1037, 1038.;
  13. ათასერთი ღამე (თარგმანი) // კომუნისტური განათლება. – 1935. – № 1, 2;
  14. სკოლა ესტრემადურაში (თარგმანი) // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 34;
  15. „კმაყოფილი ადამიანი“, „წვენი“, „მათხოვარი“, „ორი მდიდარი“ ი. ს. ტურგენევისა (ლექსები პროზად, თარგმანი) // ჩვენი თაობა. – 1938. – № 11;
  16. კულიკოვოს ბრძოლა (თარგმანი) // კომუნისტური განათლება. – 1938. – № 5;
  17. „მოუსმინე ბრიყვის მსჯავრს!“, „ჩამოახრჩეს ეგ!“ ი. ს. ტურგენევისა (ლექსები პროზად, თარგმანი) // საბჭოთა მასწავლებელი. – 1938. – № 106;
  18. „შესდექ“, „წვენი“, „რუსული ენა“ ი. ს. ტურგენევისა (ლექსები პროზად, თარგმანი) // საბჭოთა აფხაზეთი. – 1938. – № 258.

გამოქვეყნებული ლიტერატურული წერილები:

1. იდეალისკენ – ფიქრები // ზვირთი. – 1916. – № 60;
2. მსხვერპლი // ზვირთი. – 1916. – № 62;
3. უსიხარულო შრომა // ზვირთი. – 1916. – № 61;
4. შობა // ზვირთი. – 1916. – № 63;
5. ახალი წელი // ზვირთი. – 1917. – № 65;
6. ნიკოლოზ ბარათაშვილის ხსოვნას // განათლება. – 1917. – № 10. – გვ. 627-635;
7. საერთო საქმისთვის // ზვირთი. – 1917. – № 67;
8. ძველი რვეულიდან // ზვირთი. – 1917. – № 69;
9. სახალხო მწერალი გალაკტიონ ტაბიძე // მებრძოლი უღმერთო. – 1933. – № 20 (26);
10. შიო მღვიმელი // კომუნისტური განათლება. – 1934. – № 21;
11. ჩვენი აკაკი // მებრძოლი ათეისტი. – 1935. – №5 (66);
12. ლევ ტოლსტოი // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 52;
13. ნიკო ლომოური ილია ჭავჭავაძის შესახებ //კომუნისტური განათლება. – 1936. – № 52;
14. „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“ // კომუნისტური განათლება. – 1937. – № 120;
15. ნ. ა. ტურგენევი // კომუნისტური აღზრდისათვის. – 1939. – № 4;
16. გვადი ბიგვა – ლეო ქიაჩელისა // კომუნისტური აღზრდა. – 1940. – № 11.

გამოქვეყნებული პედაგოგიური წერილები:

  1. ბესარიონ ბელინსკი, როგორც პედაგოგი // განათლება. – 1911. – № 8;
  2. თავისუფალი საწერი საკუთარი დაკვირვებიდან // განათლება. – 1912. – № 10;
  3. იდეალიდან სინამდვილეში // განათლება. – 1912. – № 2;
  4. ბავშვების მიერ მოთხრობილი ამბები კიცხის სკოლაში // განათლება. – 1913. – № 10;
  5. იაკობ გოგებაშვილი, როგორც მამულიშვილი // იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად გამოცემული კრებული. – 1913;
  6. სახალხო სკოლის ცხოვრებიდან // განათლება. – 1913. – № 3, 6, 10;
  7. ხეების დარგვის დღე კიცხის სკოლაში // განათლება. – 1913. – № 6;
  8. სასჯელი და სკოლა // განათლება. – 1915. – №1, 2;
  9. ლუარსაბ ბოცვაძის ხსოვნას // სახალხო საქმე. – 1919. – № 575; განათლება. – 1919. – № 2;
  10. განმანათლებელი მუშაობა ჯარში // მხედარი. – 1920. – № 2, 3;
  11. მასწავლებელი და ცხოვრება // საქართველოს განათლების მუშაკი. – 1924;
  12. საგულისხმიერო იუბილე იასონ კაპანაძის შესახებ // საქართველოს განათლების მუშაკი. – 1924;
  13. რუსული ენის სწავლებისათვის // ახალ სკოლისაკენ. – 1926. – № 8;
  14. ხარაგოულის თემის მასწავლებელთა ექსკურსია თბილისში // ახალ სკოლისაკენ. – 1926. – № 2;
  15. ხარაგოულის მასწავლებელთა წრე // ახალ სკოლისაკენ. – 1927. – № 12;
  16. ქართული წერის შესახებ // ახალ სკოლისაკენ. – 1927. – № 8-9;
  17. ქართული მართლწერისა და დამწერლობის შესახებ // განათლების მუშაკი. – 1927. – № 1;
  18. 1932 წლის სოცკულტმშენებლობის მთლიანი ფინგეგმის შედგენისათვის // კომუნისტური განათლებისათვის. – 1932. – № 5;
  19. კულტმუშაობის ერთიანი გეგმა // კომუნისტური განათლებისათვის. – 1932. – № 5-7;
  20. მასწავლებელთა დაუსწრებელი სწავლების რაციონალიზაციისათვის // კომუნისტური განათლებისათვის. – 1932. – № 7;
  21. მოვაწყოთ მასწავლებელთა საზაფხულო ექსკურსიები // კომუნისტური განათლებისათვის. – 1932. - №12;
  22. მოწაფეთა ნაწერების გასწორებისთვის //კომუნისტური განათლებისათვის. – 1932. – № 10;
  23. ოქტომბერი, სკოლა და რელიგია // მებრძოლი უღმერთო. – 1932. – № 1;
  24. საბრძოლო ამოცანების წინაშე // კომუნისტური განათლებისათვის. – 1932. – № 9;
  25. ცენტრალური სანიმუშო პოლიტექნიკური ათწლედი // ახალ სკოლისაკენ. – 1932. – № 8-9;
  26. სასკოლო ბინები და სასწავლო მოწყობილობა // ახალი სკოლისაკენ. – 1934. – № 4-5;
  27. წერითი მუშაობის დაყენებისათვის // ახალ სკოლისაკენ. – 1934. – № 1-2;
  28. ავამაღლოთ პედაგოგიური განათლება // კომუნისტური განათლებისათვის. – 1935. – 31 ოქტომბერი;
  29. სკოლა და ანტირელიგიური მუშაობა // მებრძოლი ათეისტი. – 1935. – № 20;
  30. კულტურულად დავისვენოთ // კომუნისტური განათლებისათვის. – 1936. – № 28;
  31. ნაყოფიერად ჩავატაროთ გამოცდები // კომუნისტური განათლებისათვის. – 1936. – № 22;
  32. რა უნდა გავაკეთოთ სასწავლო წლის დასაწყისში // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 37;
  33. როგორ გავაუმჯობესოთ წერის სწავლება საშუალო სკოლაში // კომუნისტური განათლებისათვის. – 1936. – № 40;
  34. შევაყვაროთ და მივანდოთ წიგნი მოწაფეებს // კომუნისტური განათლებისათვის. – 1936. – № 47;
  35. ენის სწავლების გაძლიერებისათვის //კომუნისტური განათლებისათვის. – 1937. – № 20;
  36. იან ამოს კომენსკი // კომუნისტური განათლებისათვის. – 1937. – № 2;
  37. მეტი ყურადღება სახელმძღვანელოების შედგენას ქართულ ლიტერატურაში – მე-7 კლასის ქრესტომათიაზე // კომუნისტური განათლებისათვის. – 1937. – № 97;
  38. საჭიროა ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო // კომუნისტური განათლებისათვის. – 1937. – №89;
  39. ილია ჭავჭავაძე. პედაგოგიური თხზულებანი. პროფ. გ. თავზიშვილი // საბჭოთა მასწავლებელი. – 1938. – № 113;
  40. სასწავლო დროის რაციონალური გამოყენება გაკვეთილზე [ი. კაჭარავას დისერტაცია] // საბჭოთა მასწავლებელი. – 1938. – № 92;
  41. საყურადღებო წიგნი. პროფ. გ. თავზიშვილი „ადამიანის დანიშნულება და აღზრდის იდეები „ვეფხისტყაოსანში“ // საბჭოთა მასწავლებელი. – 1938. – № 96;
  42. უხეში შეცდომა არარუსული სკოლების რუსული ენის პროგრამების კრიტიკაში [ა. ტერტერიანის წერილის გამო] // საბჭოთა მასწავლებელი. – 1938. – № 96;
  43. სახალხო განათლების მუზეუმი // საბჭოთა მასწავლებელი. – 1939;
  44. „დედა-ენისა“ და „ბუნების კარის“ აღმზრდელობითი მნიშვნელობა // საბჭოთა მასწავლებელი. – 1940. – 23 ოქტომბერი. – № 93 (753);
  45. იაკობ გოგებაშვილის რუსული ენის სახელმძღვანელოები // იაკობ გოგებაშვილი, საიუბილეო კრებული, 1940;
  46. გავამდიდროთ კლასიკური პედაგოგიური ლიტერატურა ქართულ ენაზე // საბჭოთა მასწავლებელი. – 1941. – № 40 (812).

სხვა პუბლიკაციები:

1. ახირებული პრეტენზიები // სახალხო საქმე;
2. პოლემიკური წერილები გაზ. „ერთობის“ წინააღმდეგ მასწავლებელთა ხელფასის შესახებ – ელვა // სახალხო საქმე;
3. როგორ ვასწავლო წერა-კითხვა მთლიანი სიტყვების მეთოდით // საქართველოს განათლების მუშაკი;
4. კორესპონდენცია სოფ. კიცხიდან 1911 წლის მეორე ნახევარში // ქუთაისის ერთ-ერთ გაზეთში საქარიქედელის ფსევდონიმით;
5. კორესპონდენცია. სოფ. კიცხი „ოთხ აპრილს“ // ჩვენი ერი. – 1914. – № 9;
6. კორესპონდენცია. სოფ. კიცხი – სოფლის მწერალზე // ჩვენი ერი. – 1914;
7. კორესპონდენცია. სოფ. კიცხი უკანასკნელ ხანებში // ჩვენი ერი. – 1914. – № 8;
8. დღევანდელი ვითარება და ჩვენი მოვალეობა // მებრძოლთა ხმა. – 1917. – № 3;
9. ელეგიები (ლექსი) // სოციალ-ფედერალისტი. – 1917;
10. „მებრძოლთა ხმა“ და მოწაფეები // მებრძოლთა ხმა. – 1917. – № 1;
11. ქართველ ჯარისკაცებს და ოფიცრებს // სახალხო საქმე. – 1917. – № 59;
12. შინაური მიმოხილვა // განათლება. – 1917. – № 4-5;
13. ჩვენი იმედი // მებრძოლთა ხმა. – 1917. – № 6;
14. ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო // სახალხო საქმე. – 1919. – № 493;
15. ბათუმის დაბრუნება // მხედარი. – 1920. – № 12;
16. თავდაცვის სამზადისში // მხედარი. – 1920. – № 25;
17. ოსმალური საფრთხე // მხედარი. – 1920. – № 24;
18. სიტყვა თეატრის გახსნაზე // მხედარი. – 1920. – № 23;
19. წერილები კიცხის სკოლიდან // განათლების მუშაკთა ჟურნალში 1922 წელს, შესავალი წერილი;
20. ამხანაგობა „კომუნა“ – წერილი სოფ. კიცხიდან // ტრიბუნა. – 1922;
21. დამსახურებული იუბილე // კომუნისტი. – 1928. – 29 იანვარი. – № 24. – გვ. 4;
22. საბჭოთა კავშირის დაცვა და რელიგია // მებრძოლი უღმერთო. – 1932. - № 5;
23. სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია და რელიგია // მებრძოლი უღმერთო. – 1932. – № 6-7;
24. სოციალისტური მშენებლობა და ანტირელიგიური მოძრაობა // მებრძოლი უღმერთო. – 1932. – № 8-9;
25. მეტი ყურადღება ანტირელიგიური მუშაობის შინაარსსა და ხარისხს // მებრძოლი ათეისტი. – 1935. – № 12;
26. პარიზის კომუნა // მებრძოლი ათეისტი. – 1935. – № 6;
27. სიმონ გოგლიჩიძე: [ნეკროლოგი] // კომუნისტური განათლება. – 1935. – №29. – გვ. 4;
28. საქართველოს სახელმწიფო წიგნების პალატა // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 8.

სულ აქვს 182 სახელწოდების ნაწარმოები.

მის შესახებ:

1. თევზაძე, ან. ათას ერთი ღამე: [რეცენზია] // კომუნისტი. – 1937. – 28 მარტი. – № 71. – გვ. 4;
2. დადიანი, ც. ნაშრომი ი. გოგებაშვილის სახელმძღვანელოებზე // სახალხო განათლება. – 1951. – № 5;
3. მარუაშვილი, დ. იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები // მნათობი. – 1951. – გვ. 154-156.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ავტობიოგრაფია;
  2. განათლება. – 1912. – № 10. – გვ. 740;
  3. ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული. – I–II. – 1923-1924. – გვ.: 366, 380;
  4. ს. ც.-ტ. შევჩენკო ქართულად // კომუნისტური განათლება. – 1936. – № 14;
  5. ტურგენევი, ი. ლექსები პროზად ქართულ ენაზე // საბჭოთა მასწავლებელი. – 1938. – № 38; ლიტერატურული საქართველო. – 1938. – № 17: [სახ. უნივერსიტეტის 1938-1939 აკად. წლის ანგარიში]. – თბ., 1940. – გვ.: 169, 142, 466;
  6. რეცენზიების ბიბლიოგრაფია: ქართული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები 1913-1938. – თბ., 1941. – გვ. 7;
  7. Отчет о деятельности Тбилисского Государственного университета им. И. В. Сталина за 1939–1940 акад. год. – Тб., 1941. – с.: 207, 209, 238, 336;
  8. ლიტერატურული საღამოები // სახალხო განათლება. – 1951. – № 51;
  9. Пленум Союза Советских писателей Грузии // Заря Востока. – 1951. – № 249.

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები