ს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სანი-დან)
„ს“ – ქართული ანბანის მეთვრამეტე (ძველი ქართული ანბანის მეოცე) ასო. მისი სახელია „სანი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი სისინა ნაპრალოვანი ფშვინვიერი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴑ მისი მოხაზულობა ხაზისა და რკალის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ნუსხური ⴑ მარჯვნივაა გადახრილი, მხედრულისა – მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხური ⴑ და მხედრულის ს ოთხხაზოვანი სისტემის ზედა სამ ხაზს შორის იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ორასს (200)