ვენჩურული ფირმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სარისკო ფირმა-დან)
ვენჩურული (სარისკო) ფირმა - (venture firm), მცირე ან საშუალო სიდიდის კომერციული ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ დაკავებულია ტექნიკურ სიახლეთა განხილვით, შერჩევითა და პრაქტიკული რეალიზაციით, მეცნიერული გამოკვლევების დამუშავებით, გარდა ამისა, აფინანსებს და კონსულტაციებს უწევს ამ სიახლეთა მფლობელ კომპანიებს. ვენჩურული ფირმები ძირითადად მსხვილი კომპანიებისაგან იღებენ შეკვეთებს.