მგელაძე საფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა საფო მგელაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფო მგელაძე

მგელაძე საფო — (1894 − 1936), ქართველი მწერალი და პოეტი ნამდვილი გვარი — გიგინეიშვილი. ფსევდონიმები: გურული ქალი, ეწერელი ქალი, მუშა ქალი. დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში (ლანჩხუთი). ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი, მაგრამ ლექსების წერა არ შეუწყვეტია. ის ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმებით; გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: „კავკასიონი”, „ჩვენი გზა”, „ტრიბუნა”, „კომუნისტი”, „ხმა ქართველი ქალისა”; ჟურნალებიდან: „ლიტერატურული საქართველო”, „პროლეტარული მწერლობა”, „ლომისი”, „ქართული მწერლობა”, „მნათობი”. მისი პირველი ლექსი „საქართველო”, დაიბეჭდა 1908 წელს. პირველი წიგნი (პოემა „ბახმარო”) გამოვიდა 1927 წელს. 1932 წ გამოვიდა მისი ლექსების კრებული „პრელუდია”. საფოს პოეზია ფერთა სიუხვითა და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბევრი ლექსი სატრფიალო ლირიკის ჟანრს განეკუთვნება. საფო განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალებს შორის. მისი ნაწარმოებების გმირები არიან ქალები, რომლებიც თვითონ იბრძვიან საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად. თანამედროვენი მას ქართველ ჟორჟ სანდს უწოდებდნენ.


* * *
ბუხრის პირას დღიურების წყება
შევკრიბე და გადვიკითხე ხელად.
ზოგში შემხვდა უვნებელი ვნება,
ზოგი რამეც მომეჩვენა ძველად.
რისთვის, ვისთვის ან რად მინდა ნეტავ,
რვეულებში შეკრიბული ბოდვა,
რაც მიმაჩნდა მე სინათლის სვეტად
იყო თურმე მშვენიერი ცოდვა
– „მე ვიქნები თქვენი გულის მცველად!” –
ეპისტოლეს ვინმე ასე იწყებს...
მე გავბრაზდი და ცეცხლს მივეც ყველა
ალმოდებულს დავცინოდი სიტყვებს!
ნერონივით მახარებდა ალი!
შევყურებდი გადატრუსულ ფურცლებს
და ნაწერზე სამუდამოდ მწყრალი,
მე დავმშვიდდი, მე დავმშვიდდი უცებ.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები