დუროებიანი სახლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სახლი დუროებიანი-დან)
დუროებიანი სახლი – საცხოვრებელი სახლის ტიპი მთიან რაჭაში, რომელსაც თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონდა. ოთხსართულიანი კოშკის მეოთხე სართულს დუროები (სათოფურები) ჰქონდა დატანებული ქვითკირით ნაშენ კედლებში. სახლის პირველ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ, მეორე სართულზე, ოთახის შუაგულში, კერა იყო გამართული და ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. მესამე სართული წლის სარჩოს და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შესანახად გამოიყენებოდა. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდებოდა.